თამარ ბერუჩაშვილმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში სახელწოდებით „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“.