ჯეჯელავა: კანონდარღვევით სკოლის გახსნა არ უნდა მოხდეს, ამიტომ აჭარის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს
"კანონდარღვევით არაფრის გახსნა არ უნდა მოხდეს, მითუმეტეს სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია, კანონის ფარგლებში იმოქმედოს",-ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს.