საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატის მანანა კობახიძეს განცხადაბით, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი არ არის, მაგრამ მოსამართლე კონსტიტუციისა და საზოგადოების წინაშეა ანგარიშვალდებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი მიზანი გახდა და სწორედ ამ მიზნებისთვის კეთდება ფარული ჩანაწერების ფაბრიკაციაც.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ის სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ადეიშვილს ელაპარაკება, "უმოწყალო მონტაჟია".
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ გზებზე ისაუბრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოძიება ჩატარდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს'', - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უზენაესი სასამარლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარკვეული გადაცემების დახურვა იგეგმება, სპეკულაციაა, რომელიც უნდა დასრულდეს:
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ბოლო მონიტორინგის ბათილობასთან დაკავშირებით, სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ მოვაჭრეების შეშვება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ მოხდება.
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი უმძიმესია და ამით ინსტიტუციური სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის შეფასებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, აბსურდული და ლოგიკას მოკლებულია.
პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მოუწოდეს, ის მიმართა გაასაჯაროვოს, რომელიც მოსამართლეებმა მის სახელზე დაწერეს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებული ვეტოს საკითხზე პრეზიდენტი სასახლეში ამ წუთებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
„ალბათ, უფრო მოგვიწევს, ვეტო გადავლახოთ, ვიდრე წარმოდგენილი შენიშვნები გავიზიაროთ“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს მართებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურა უნდა გართულდეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More