წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროში ხელფასების შემცირება არ ხდება, თუმცა ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მის უწყებაში ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ვაკანსიები უქმდება მხოლოდ იქ, სადაც ეს გამართლებულია.