„რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, მიგაჩნია, რომ ომი გამოსაცხადებელია, თუ არა“
ზუგდიდში კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას მიმართა. მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის უზენაეს დოკუმენტში პრობლემატურად მიაჩნია.