„ედიშერ ქარჩავას ნათქვამი ავტომატურად არის შორენა თეთრუაშვილის ნათქვამი, უხეშად რომ ვთქვათ, მას დამოუკიდებლად აზრის წარმოთქმის უფლებაც კი არ აქვს“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას სურვილი ჰქონდა პატრიარქი მოეკლა.