19:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჯანელიძე: რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპანტის ქმედებებზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ

„რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ ყველა მათ ქმედებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალების მიერ ხნულების გავლების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

გვარამია: მივმართავთ სასამართლოს, სრულად იქნეს ანაზღაურებული ზიანი, რომელიც „რუსთავი 2“-ს სახელმწიფოსგან მიადგა

„ვაპირებთ, მივმართოთ სასამრთლოს, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებს, რათა სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიას სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ნინო ბურჭულაძე: „არემჯი გოლდში" საეჭვო, საკადრო ცვლილებები დაიწყო
მეუფე პეტრე: თეთრუაშვილს შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით შეუშალოს ადამიანს ხელი, მის არსებობასაც კი

„ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს“, - ასე უპასუხა ჭონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტის კითხვას -„შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა“.

 

მეუფე პეტრე: ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა“.

 

მეუფე პეტრე სასამართლოს: შეხვედრამდე სამოთხეში

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, სასამართლოს სიტყვებით „შეხვედრამდე სამოთხეში“ დაემშვიდობა.

 

ქუმსიშვილი: დიპკორპუსთან შეხვედრა იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მეუფე პეტრე: პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო გადაწყვეტილება, რითაც სხდომები დახურულია

„პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხდომები არის დახურული“,-ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს  თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვამდე განუცხადა.

 

ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

თურქეთში საქართველოში ელჩი: მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

გია ვოლსკი: თუ სახელი „თვითმმართველი“ არ ჰქვია, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქის ან ამომრჩევლის უფლებები იზღუდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს.

 

პრეზიდენტი: როდესაც 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი ერთმევა, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაძლიერებას ქვეყანაში

„როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და  გაძლიერებას ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისკენ მოუწოდებდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისაკენ მოუწოდებს.

 

კახა კალაძე: მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მსოფლიო ხუთეულში შედის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ მნიშვნელობას აფასებს.

 

პოროშენკომ ინვესტორებსა და უკრაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბათუმში, უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

 

მარგველაშვილი: საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ძალა, რომელიც სახელმწიფოს ამუშავებს, ბიზნესია

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დღეს ბათუმში უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ბიზნესფორუმი გახსნეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics