ცოლ-ქმარმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კუთვნილი 2 227 887 ლარი უკანონოდ მიითვისა
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ფხოველიშვილმა და მისმა მეუღლემ ზურაბ ნუცუბიძემ, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში კომპანიის ანგარიშიდან მათ კონტროლირებად ანგარიშებზე საერთო ჯამში - 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.