ჯეჯელავა: არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს უკანონობაა
ეს არის აბსოლუტური უკანონობა, არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას.