მდინარაძე: კობახიძის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია, როდესაც მან სტუდენტებს მოუწოდა, ილიას გზით იარონ
"პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია, როდესაც მან მოუწოდა ასევე სტუდენტებს, რომ იარონ ილიას გზით",-ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - მისაღები იყო თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა სტუდენტების მიმართ, რომ ისინი არიან კომუნისტები, უცოდინრები და უნდა დადგომოდნენ ილიას გზას.