საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსივობის ამაღლების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება, - მზაობა აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქვეს, რომელიც ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს ეხმაურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე“, - ამის შესახებ "საზოგადოება 20/30"-ის მიერ ფავრცელებულ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, ლარი დასტაბილურდა.
მთავრობასა და ბიზნესს შორის კონსულტაციები გრძელდება. ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან.
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, სესხი კი, აშშ დოლარში აქვთ აღებული, კარგი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში, მათ სურვილისამებრ შეუძლიათ ბანკს მიმართონ, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More