|
2026-04-11 18:47:27, 401 ნახვა
საზოგადოება
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაუბრუნა. ინფორმაციას უკარაინული მედია უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, სამოქალაქო პირები. "ჩვენი მეომრები უკრაინას სხვადასხვა ფრონტზე იცავდნენ: მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს მიმართულებებზე. ზოგიერთი მათგანი დაჭრილია. უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა", - თქვა ზელენსკიმ. ასევე უკრაინაში სააღდგომო ზავის რეჟიმი ამოქმედდა. სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთმაც. პუტინის ბრძანების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა 11 აპრილის 16:00 საათიდან დაიწყო და 12 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდება. პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა დაავალა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. "უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. წელს სააღდგომო დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვედით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და მშვიდობისკენ რეალური პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, რომ აღდგომის შემდეგ თავდასხმებს აღარ დაუბრუნდეს", - თქვა ზელენსკიმ. თავდაპირველად, უკარაინის პრეზიდენტმა 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზადა იყო აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის და ე.წ. ენერგეტიკული ზავისთვის თუ ამას რუსეთი მიიღებდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)