02:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-08 23:33:22, 795 ნახვა

პოლიტიკა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს

თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი NATO-დან გამოსვლის შესალებლობას, სპიკერმა თქვა:

"ეს არის საკითხი, რომელზეც პრეზიდენტს ადრეც უმსჯელია და ვფიქრობ, ის ამას რამდენიმე საათში გენერალურ მდივან რუტესთანაც განიხილავს. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ თავად პრეზიდენტისგან მოისმინოთ პასუხი".

კაროლინ ლივიტის თქმით, "ძალიან სამწუხაროა, რომ NATO-მ ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მაშინ როცა სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებდა მათ თავდაცვას".

დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა NATO-ს წევრი იმ სახელმწიფოებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უარით, ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობებში ლიდერობის აღებასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში ჩართვაზე.

დონალდ ტრამპმა ისინი ბრჭყალებში - მოკავშირეებად მოიხსენია და ამასთან, მან NATO-ელ პარტნიორებს "ლაჩრები" უწოდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics