პაატა შეშელიძე: კომპანიებისათვის ხელშეკრულების ღირებულების გაზრდით მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა
„სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისათვის ხელშეკრულების ღირებულების გაზრდით მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა“, - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ განხორციელებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.