საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 2016 წლის შეჯამებისას ხაზი გაუსვა „ბიზნესსახლის" პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მმართველობითი რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა და რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება.