15:56 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საგარეო უწყების ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა.

 

თეა წულუკიანი: ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს შსს ებრძვის და არა პარლამენტი

ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულს  არ ებრძვის პარლამენტი, მას  შსს ებრძვის,-ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შს მინისტრისადმი მოწოდებას,  რომ  ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებები დაიწყოს,  რადგან ერთის მხრივ, ბიძინა  ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. 
 

პროკურატურა ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

 

გომელაურის მტკიცებით, საქართველოში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არის

საქართველოში ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს  მამუკა გვარამიასა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს  როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 
 

სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 დაწესებულებაში არეულობასა და პატიმრების ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანას არ ადასტურებს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2015 წლის 5 თებერვლის ღამეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იყო არეულობა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, არ ადასტურებს.

მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით თაღლითთა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 5  წევრი დააკავა. 

 

შსს-ს თანამშრომლობის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ანკარას ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბათუმში ანკარას ინტერპოლის მიერ 2014 წლის 4 ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წ. დაბადებული მუსტაფა ბესიკჩი დააკავეს.

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ამხილეს და დააკავეს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები 1968 წელს დაბადებული ვასილ გოგოლაძე და 1973 წელს დაბადებული გოჩა კოპაძე.

ვახტანგ გომელაური: სპეცდანიშნულების ბიჭები მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ
პროკურატურამ ჟვანიასა და უსუპოვის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს რ. ლაზარიას ბრალი წარუდგინა.

გია გოგაძე: უკრაინისგან ზურაბ ადეიშვილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია

მთავარი პროკურორის მოადგილის გია გოგაძის მტკიცებით, ქართული მხარე ყველა სახელმწიფოს მიმართავს, სადაც ზურაბ ადეიშვილი იმყოფება, დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ. 
 

წულუკიანი: პროკურატურა მუშაობს, რომ ადეიშვილთან დაკავშირებით წითელი ცირკულარი მკვდარ სიტყვად არ დარჩეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის საკითხს ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა,  თუმცა ნაბიჯები თანმიმდევრულად გადაიდგა და ის დღეს წითელი ცირკულარით ძებნილია.

 

ირინა ცააძე: მაინც იმედი მაქვს, რომ ბოლოს სიმართლე გაიმარჯვებს
ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულების პროცესი 26 მარტს გაიმართება
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ 11-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ.  კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics