ღარიბაშვილი: საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისის დახმარებით, მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით
„საქართველოში ევროპის საივესტიციო ბანკის ოფისის გახსნა ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის დიდი დახმარება და აღიარება“,- ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ოფისის გახსნის ცერემონიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.