რუსი სეპარატისტები დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობას მთელი ღამე ბომბავდნენ. სეპარატისტებმა შვიდი დასახლებული პუნქტი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ანტიტეროსრისტული ოპერაციის შტაბის სპიკერმა ლეონიდ მატიუხინმა გაავრცელა.
„ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წევრები, მზად არიან იაპონიის ორი მოქალაქე სიკვდილით დასაჯონ, იმ შემთხვევაში, თუ 3 დღის განმავლობაში, გამოსასყიდის სახით 200 მილიონ დოლარს არ მიიღებენ.
„უკრაინას მალე რუსული გაზი აღარ დასჭირდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
ხარკოვში, რაიონული სასამართლოს შენობასთან მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ მინსკში აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.
„რუსეთი მზად არის ეუთო-სთან ერთად უზრუნველყოს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი“,-ამის შესახებ რუსეთის პრზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ლიდერ პეტრო პოროშენკოსადმი გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სახლთან გამთენიისას სროლები იყო.
რომის პაპმა ფრანცისკემ ფილიპინებზე ვიზიტისას კათოლიკური მესა წვიმასა და ძლიერ ქარში ჩაატარა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More