ზაზა სოფრომაძე: ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ საკუთარი მიზნებისთვის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით მანიპულირებას
„მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი დაანებონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით მანიპულირებას“, - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას.