ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტები სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სალხში სენსორული ოთახის გარემონტება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა უზრუნველყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება.
წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო, უკვე მეორე წელია ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას.
წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა და მისი მარცხნივ გადაგდება მოხერხდა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან, ლაბორატორიული კვლევებისთვის სასმელი წყლის სინჯები გადაგზავნა გაგრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ბულგარელი კოლეგის, ბოიკო ბორისოვის სამძიმრის წერილი მიიღო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More