01:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მომდევნო კვირიდან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრისა და აქტივისტის დაკავება იგეგმება

მომდევნო კვირიდან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე  წევრისა და აქტივისტის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ, "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. ინფორმირებული წყარო იტყობინება, რომ დაკავებები იური და ზურაბ ვაზაგაშვილების საქმეებს უკავშირდება.

შსს-მ მცხეთაში, გეთსიმანიის მამათა მონასტრში, მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანმშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხონში მცხოვრები, 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ს. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

 

პროკურატურა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თაობაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

23-24 იანვარს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ოფისში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვა მოეწყო.
 

ლიკანში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ორი პოლიციელი დაჭრა

წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლი გაუხსნა და ორივე სამართალდამცავი დაჭრა.

 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაიკითხოს
სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს მონიტორინგს გაუწევს.

 

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ქალი დაჭრეს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან 50 წლის ქალი დაჭრეს. 

მამაკაცი, რომელმაც ბათუმში „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილი დაწვა დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზაზა გ. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
 

მალულად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან  მალულად,  დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე  სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჩინეთის მოქალაქე ხუანგ სუვეი მისცა.

 

შსს-მ კასპის რაიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი "ბათუმის აეროპორტში" დააკავეს
შსს-მ 50 აბი მეტადონი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული თამარ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში დააკავეს.

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანაშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ირაკლი შოთაძე პროკურატურიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს

„გამოვრიცხავ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე  პროკურატურიდან რაღაც ინფორმაცია გასულიყო, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი ინფორმაცია გამჟღავნდებოდა, ვიდრე ეხლაა ცნობილი“,-ამის შესახებ საქართველოს მთავარი  პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა. 
 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics