საქართველოში ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ქსელის საიტი carrefour.com.ge გატეხეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში მორიგი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წუხელ გვიანობამდე ახორციელებდა ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა.
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში გუშინ საღამოს შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. თათბირს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადაიყვანეს. ისინი დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მოქალაქეების გადმოსაყვანად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. მოქალაქეების ანანურიდან ტრანსპორტერებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მლეთაში დიდთოვლობაში ჩარჩენილ მძღოლებს სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას განაგრძობენ. იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს, ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღეიდან ვარაუდოებენ, თუმცა ყინვა შენარჩუნდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.
საქართველოს საპატრიარქო ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებისა და ყოფილი ხელმძღვანელის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით, საშობაო ეპისტოლეს შეფასებასა და "იდენტობის" ოფისთან ხვალ დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More