08:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ინტერნეტში დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

ალეკო ელისაშვილს პროკურატურაში დაკითხავენ
შსს-მ ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა
ლადო პაპავა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და არსებულ დაპირისპირებაში პირადი ინტერესების არსებობას გამორიცხავს. 

ბახტურიძე: უნივერსიტეტის რექტრომა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების პროტესტს თავის დროზე ხელი შეუწყო

"უნივერსიტეტის რექტრომა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების პროტესტს თავის დროზე ხელი შეუწყო" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ზაზა ბიბილაშვილი: დღეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რუსულ-ოლიგარქიული სტილით მართავს

"დღეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რუსულ-ოლიგარქიული სტილით მართავს" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

სესიაშვილი: ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მიზანმიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ

"ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მიზანმიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ" - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში. 
 

სანიკიძე სტუდენტებს: ძირითადი ამოსავალი წერტილი მაინც არჩევნები იყო და ამიტომაც დავიკავე თავი შორს აქედან

"ძირითადი ამოსავალი წერტილი მაინც არჩევნები იყო და ამიტომაც დავიკავე თავი შორს აქედან" - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ნინო გოგუაძე ფარულ ჩანაწერებზე: ეს იყო ტერორისტული აქტი

"ეს იყო ტერორისტული აქტი," - ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო ერთი ადამიანის განადგურებისკენ. ის აცხადებს, რომ ეს იყო უმძიმესი დანაშაული.

ნინო ლომჯარია ფარულ ჩანაწერებზე: ჩვენ ამ პრაქტიკას უნდა ვუთხრათ - არა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "წინა ხელისუფლებაც და ეს ხელისუფლებაც ამ პრაქტიკას იყენებს პოლიტიკური კომპრომატებისათვის"

ალასანია ფარულ ჩანაწერებზე: აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილის დროს ეს მასალები განადგურებული არ არის

"აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილის დროს ეს მასალები განადგურებული არ არის" - ასე გამოეხმაურა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია ფარული ჩანაწერების სკანდალს. ალასანია ამბობს, რომ ეს იყო თავდასხმა მთლიანად სახელმწიფოზე. 

ირაკლი ალასანია: ძალოვანი უწყებები ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ კონკრეტულ დავალებებს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და მიიჩნევს რომ  ჩანაწერების გავრცელების უკან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას. ის ამბობს, რომ დღეს ქვეყნის არაფორმალური მმართველი უშიშროების სამსახურებს მართავს და მისი დავალებით ხდება ამორალური და მზაკვრული გეგმების დავალებების გაცემა.

ირაკლი ჩიქოვანი: ეს არის შეტევა ქვეყანაში არჩევნებზე, ეს არის შეტევა

"ეს არის შეტევა ქვეყანაში არჩევნებზე, ეს არის შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე" - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში სტუდენტებს ხვდება. სანიკიძე აცხადებს რომ ის დაელაპარაკება სტუდენტებს, რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს

მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტები მაკა რაზმაძე და ნინო ჯღარკავა დაიბარეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics