კობახიძე: თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები კონსტიტუციის და სხვა არაფრის წინაშე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლის მოსამართლედ მისი არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსარჩელის, მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების, ექსპერტების მოსაზრების მოსმენით და შინაგანი რწმენით.