23:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ  საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს,  მაგრამ  მიაჩნია, რომ  მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ  კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა  აუცილებელია.

გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს.

ირმა ინაშვილი: პარლამენტში მხოლოდ ჩხუბისთვის არ შევდივარ

პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მთავარი საკითხი, რომელსაც წამოწევენ,  საარჩევნო სისტემის შეცვლა იქნება. ინაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ის ადგილია, სადაც მსჯელობენ და ზოგჯერ კამათობენ კიდეც.

ბოკერია: ივანიშვილის უმრავლესობა არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა

ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავა: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში ვიქნები

მინისტრთა კაბინეტში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კომენტარები არ კეთდება.  თუმცა, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ თავად ახალ შემადგენლობაში იქნება:

ქუმსიშვილი: ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისათვის, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს

მინისტრთა კაბინეტში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.  ეკონომიკის მინისტრი, პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული:

ლევან კობიაშვილი: დღეს მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ცოტა დრო რჩება. პარლამენტის ახალი სახეები საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ.

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წელიწადი ძალიან პროდუქტიული იქნება

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა  12:00 საათზე დაიწყება. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ახალი სახეები უკვე იკრიბებიან.

უსუფაშვილი: ვერ გადავდგით ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი იყო

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავდგით ის აუცილებელი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, სახელმწიფოს ფუნდამენტის გამყარებისკენ, რაც დაგეგმილი იყო 2012 წელს და 2012 წლის შემდგომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ“,-ამის შესახებ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

 

დავით უსუფაშვილი: ვერ ვხედავ საჭიროებას, უახლოეს მომავალში რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უახლოეს მომავალში რაიმე სახელწმიფო თანამდებობის დაკავებას გამორიცხავს. ეს განცხადება მან  საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მედიასთან ბოლო შეხვედრა გამართა.

 

უსუფაშვილი: ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი

„ ხვალიდან, ზეგიდან ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

 

პრეზიდენტი: ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "NATO-საქართველოს სწავლება - 2016"-ს დაესწრო, რომელიც კრწანისში, NATO - საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს. პრეზიდენტი სწავლების მიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო.

პრემიერი: ვამაყობ, რომ ქართველებმა ნატო-საქართველოს წვრთნების ყველა ეტაპის წარმატებით გავლა შევძელით

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები გაუძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.   

მამუკა მდინარაძე: ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე, მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა

„ქართული ოცნების“  პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა.

კელი: გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა
ჩაჩავა საპატრიარქოს განცხადებაზე: ნორმალური პროცესია, როდესაც მათ სხვადასხვა საკითხებზე თავისი პოზიციები აქვთ

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა ბრიუსელში საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტს  ისტორიულს უწოდებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics