„m²“-ის აქცია 10/90 - გადახდის სრულიად ახალი პირობები დანაზოგისა და სესხის გარეშე მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა ახლით შეცვალოს
თბილისი, 16 თებერვალი, 2016 – დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე განაცხადა გადახდის სრულიად ახალი პირობის - 10/90-ის შეთავაზების შესახებ მათთვის, ვისაც სურს ძველი ბინა შეცვალოს ახლით. ასეთ მომხმარებელს „m²“-ი ბინის შეძენისას მათზე მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს.