ხიდაშელი: არ ვისურვებდი შსს-ს მდგომარეობაში ყოფნას იმ ხარჯის გამო, რომლის გაღებაც მათ ამ ვერტმფრენების გამოსაყენებლად მოუწევთ
"არ ვისურვებდი შსს-ს მდგომარეობაში ყოფნას იმ ხარჯიდან გამომდინარე, რომლის გაღებაც უწყებას ამ ვერტმფრენების გამოსაყენებლად მოუწევს",-ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის გადაწყვეტილებას.