12:27 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-05 20:00:56, 944 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში

კვირას დონალდ ტრამპმა ირანის მთავრობის მიმართ მუქარა გაიმეორა და სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე დაჰპირდა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, აშშ სამშაბათიდან ხიდებისა და ელექტროსადგურების დაბომბვას დაიწყებს.

„სამშაბათი ირანში როგორც ელექტროსადგურის, ასევე ხიდების დღე იქნება. აქამდე არასდროს მინახავს მსგავსი რამ!!! გახსენით სრუტე, შეშლილებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“, - წერს ამერიკელი ლიდერი.

ტრამპი ორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ცდილობს, რომელიც ირანზე ისრაელისა და აშშ-ს თავდასხმების შემდეგ შეფერხდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეახსენა ირანს, რომ ირანისთვის მიცემული ვადა მალე იწურება და აღნიშნა, რომ თეირანს დაახლოებით 48 საათი დარჩა.

„გახსოვთ, ირანს 10 დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად? დრო წიკწიკებს; მხოლოდ 48 საათი დარჩა, სანამ ჯოჯოხეთი ატყდება“, - წერს თეთრი სახლის ხელმძღვანელი ადრე გამოქვეყნებულ პოსტში.

ჰორმუზის სრუტე, რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის მდებარეობს, ენერგოტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დერეფანია. ირანმა ეს გასასვლელი აშშ-სა და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დახურა.

სრუტეში გემების გადაზიდვის შეჩერებამ გლობალური ბაზრები შეარყია, რამაც ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა და მიწოდების დეფიციტის შიში გაამძაფრა.

ჰორმუზი ასევე ევროპისკენ მიმართული სასუქების გადაზიდვის მთავარი მარშრუტია. გაეროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის გარდა, გლობალური სასუქების ექსპორტის დაახლოებით 13 პროცენტი სრუტეზე გადის.

ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები საზღვაო ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ მის მოწოდებაზე უპასუხობის გამო და ამ კვირაში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, რომ აშშ-ს ნატოდან გაყვანას განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics