14:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 19:25:33, 603 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მთავარია ეს პროექტი განხორციელდეს, ყველა ხარვეზი გამოსწორდება, ისეთი არაფერია

„მთავარია ეს პროექტი განხორციელდეს, ყველა ის ხარვეზი გამოსწორდება, ისეთი არაფერია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი და მოლოდინები პოზიტიურია.

„ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.

ყოველთვის, ნებისმიერი ასეთი მსხვილი პროექტი შესაძლოა, გაკეთდეს ცოტა უკეთესად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით, რომელსაც უძღვება ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი და გვაქვს პოზიტიური მოლოდინები.

აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა, თუნდაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, გამოსწორდება, ისეთი არაფერია.

მთავარია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს უკეთესი ფორმით, ოღონდ აუცილებლად განხორციელდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics