|
2026-04-15 11:22:33, 648 ნახვა
საზოგადოება
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
ახალგორის რაიონში თითქმის ყოველკვირეულად ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკებისა და დაკითხვების შესახებ. აღნიშნულ მოქმედებებს, ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. КГБ-ს თანამშრომლებთან ერთად ცხინვალიდან ჩასული პირები ახორციელებენ. - ამის შესახებ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იუწყება. მათივე ინფორმაციით გასულ კვირას ჩხრეკა ჩატარდა ადგილობრივი მამაკაცის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეროვნებით ოსია და არ გადაადგილდება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისი მეუღლე პერიოდულად კვეთს ე.წ. საზღვარს. არსებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოჯახიდან მობილური ტელეფონები წაიღეს და საცხოვრებელი დეტალურად დაათვალიერეს, თუმცა არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. "მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კიდევ ერთ ოჯახში, სადაც მცხოვრები მამაკაცი უმუშევარია და ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა. მისი დაბრუნებიდან მალევე, მის საცხოვრებელ ბინაში, სარდაფსა და ეზოში ჩატარდა ჩხრეკა, მასაც წინამორბედის მსგავსად მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ოფიციალური განმარტება არცერთ შემთხვევაზე გაკეთებულა. იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების ძებნის მოტივით, ჩხრეკა ჩატარდა კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახში, სადაც მხოლოდ ერთი წევრია დასაქმებული და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვები ბავშვთა სახლში იზრდებიან. ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკისას მობილური ტელეფონები მათაც ჩამოართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ მსგავსი ჩხრეკა ამ ოჯახის ნათესავის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, რომელიც საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს. აღინიშნება, რომ ჩხრეკები ორდერის გარეშე ტარდება და არ არის დაკავშირებული კონკრეტული საქმის გამოძიებასთან. ამ გარემოების მიუხედავად, მოსახლეობა შიშის გამო წინააღმდეგობას არ უწევს. ადგილობრივების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა წარსულშიც არსებობდა, თუმცა ამჟამად მას უფრო მასობრივი ხასიათი აქვს. მოსახლეობის ნაწილი ვერ ხსნის, რას ემსახურება აღნიშნული ქმედებები. მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა უიმედობის განცდა ახალგორელებში. მობილური ტელეფონები მათთვის ხშირად ერთადერთი საშუალებაა ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, მათ შორის ვიდეოკავშირის გზით. არსებული პრაქტიკა კი ამ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს." - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)