„ჩანაწერებმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი და რა არასახარბიელო გარემოცვაა საპატრიარქოს წიაღში“
„ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირების, პატრიარქისა და საპატრიარქოს წიაღში“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის საუბარია ასახული.