„კულტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველმა მსახიობებმა "ოსკარის" დაჯილდოების ცერმონიაზე ჩასვლა მოახერხონ", - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისები უამინდობის გამო ვერ შესრულდა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეუთოს რეგიონული შეხვედრა გაიმართა, სადაც სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა.
დღეიდან 23 თებერვლის ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სატენდერო განაცხადების მიღება დაიწყო.
აჭარის მთავრობა ბათუმში ახალ მრავაპროფილურ საავადმყოფოს ააშენებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებში 2015 წლის პროგრამების წარდგენა დაასრულა.
ბიზნესსუბიექტის შესახებ ამონაწერის ინტერნეტით განახლების სერვისით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ.
მეტრო ახმეტელის ტერიტორიაზე 2 დონიანი და 160 ადგილიანი ავტოპარკინგის მშენებლობა 2015 წლის სექტემბრამდე გადაიდო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More