19:20 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციები ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“, „იდენტობა“ და „ლიბერალური აკადემია - თბილისი“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და  პროკურატურას საქმის  დაუყოვნებლივ და ობიექტურად  გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

 

სერგო რატიანი ვაზაგაშვილზე: როგორც ჩანს, ეს არის შემზარავი მკვლელობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის  განცხადებით,  იური ვაზაგაშვილი მოკლულია და საქმე დროულად უნდა გამოიძიონ.
 

იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ადვოკატი: ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს

"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს",-ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
 

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვეის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. 

 

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, 18 იანვარს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „დარიალზე“, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული არტაკ მკრტუმიანი დააკავეს.
 

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დავით ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
 

შსს-მ გურჯაანში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თამაზ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დააკავეს.
 

გენერალი კალანდაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალ საქმეს კერავს
იური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტი შეიქმნება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის სპეციალური კოდექსი შეიქმნა
პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანისთვის, ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება
ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვანისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება

არასრლუწლოვანთა მართლმსაჯულების  სპეციალური კოდექსი შეიქმნა.ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან  წინასასამართლო  სხდომამდე ბავშვისთვის  პატიმრობის  ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება. 

წულუკიანი: იური ვაზაგაშვილის შვილის საქმეზე, შედეგი შესაძლოა, მალე დაიდოს

„ჩემი ინფორმაციით იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე კარგ გზაზე დგას და შესაძლოა მალე შედეგიც დაიდოს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე გაზნრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა

იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics