იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელებს ვაჩვენოთ, როგორ ვდგავართ მათ გვერდით, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, როცა ოლიგარქი, წარმატებული ბიზნესმენი, არის აბსოლუტურად უუნარო პოლიტიკაში“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
„როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ერთი ადგილი გიკანკალებს მთელ მის საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ერთი ადგილის გასახევად მომართავს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილი არის უკვე ქვეყნის პრობლემა, ის ქვეყანას წარსულში „ქაჩავს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
„ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მოვუწოდებ, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მოითხოვოს უფლებები“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.
„ის, რომ 12 თებერვლის სამშვიდობო შეთანხმების პირობები ირღვევა ცხადია“,-ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების მეთაურმა ფიპილ ბრიდლავმა მინსკში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნამდვილად არის დრო, რომ ნატო-მ თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით მხარი დაუჭიროს უკრაინას“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More