03:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ირაკლი შოთაძე: ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანს რიგითი მოქალაქე ვერ მოკლავდა

ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანს რიგითი მოქალაქე ვერ მოკლავდა,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.
 

ირაკლი შოთაძე: გამოძიება არის საწყის ეტაპზე და დადასტურებულად რაიმეს განცხადება არ შეიძლება

„გამოძიება არის საწყის ეტაპზე, რაიმეს დასაბუთებულად და დადასტურებულად განცხადება არ შეიძლება, იმიტომ რომ მომხდარი ფაქტიდან გასულია საკმაოდ მცირე დრო“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. 
 

შსს გორში დამატებითი ძალების მობილიზებას არ ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში დამატებითი ძალების მობილიზებას არ ადასტურებს.

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე 30 პირი დაკითხა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე 30 პირი დაკითხა.

 

თეირანის ინტერპოლმა მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა
მთავარი პროკურორი: ვაზაგაშვილების საქმეებზე დამნაშავეების გამოსავლენად, მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული
ქვემო ფონიჭალაში შვილმა მოხუცი დედა მოკლა
ადვოკატი: იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია მათ მოახდინეს, ვინც მისი შვილის საქმის გაუხსნელობითაა დაინტერესებული

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა  მისი შვილის საქმის გამოძიების  აქტიურ ფაზაში შესვლასთან კავშირში იყოს.

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილს ექპერტები ხელმეორედ დაათვალიერებენ

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილს ექსპერტები კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ. 
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. 
 

იური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოასვენეს
დამოუკიდებელი ექსპერტის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის ინფორმაციით,  ის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელმაც იური ვაზაგაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა,  არა კუსტარულად დამზადებული, არამედ ქარხნული წარმოების იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“, „იდენტობა“ და „ლიბერალური აკადემია - თბილისი“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და  პროკურატურას საქმის  დაუყოვნებლივ და ობიექტურად  გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

 

სერგო რატიანი ვაზაგაშვილზე: როგორც ჩანს, ეს არის შემზარავი მკვლელობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის  განცხადებით,  იური ვაზაგაშვილი მოკლულია და საქმე დროულად უნდა გამოიძიონ.
 

იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ადვოკატი: ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს

"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს",-ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
 

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვეის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. 

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics