საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში საქართველოს საელჩომ ფუნქციონირება დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ტაავი რიივასს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
რა გზაც არ უნდა აირჩიოს საქართველომ, თქვენ მიაღწევთ წარმატებას და ესტონეთი მყარად გედგებათ გვერდში, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველო-ესტონეთის ბიზნეფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო ერთი შეხედვით შესაძლოა მომგებიან ბაზრად არ აღიქმებოდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რეგიონალური ცენტრია, რაც გასათვალისწინებელია.
„საქართველო იყო, არის და იქნება იქ, სადაც მსოფლიო პროგრესული, დემოკრატიული თანამეგობრობაა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, საქართველოს როლზე საუბრისას განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More