00:00 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პენსიონერების თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახმეტის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს.

საია: საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი ისევ ირღვევა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შპს "RMG Gold"-მა არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით, 2014 წლის 12 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება განაახლა. 

 

დაცვის მხარე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალ ფოტომასალას ავრცელებს
გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება

2015 წლის 15 იანვრიდან „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ამოქმედდება.

 

კუბლაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური ბეგრაუნდი სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს
განაჩენის დასაბუთების სტანდარტებზე მომუშავე კომისია შედეგების პრეზენტაციას სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებში გამართავს

უზენაესი  სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილი განაჩენის დასაბუთების სტანდარტების საკითხზე მომუშავე კომისიის ფარგლებში მოსამართლეებთან და ევროპელ ექსპერტებთან ბოლო შეხვედრას მართავს. 
 

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში 1988 წელს დაბადებული გეგი ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით  დააკავეს.
 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვასილ ა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
 

ჰიპერმარკეტ

ჰიპერმარკეტ "კარფურის" საიტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.   
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით , გამოძიება 284-ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. 

 

ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 5 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა.
 

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რატი რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
 

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, 1960 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე ჩუანლუ ტაო პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

 

შსს-ს ექვსი თანამშრომელი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის – ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

 

გადაუდებელი აუცილებლობისას საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა, ჩხრეკის ორდერის გარეშე ჩატარდეს

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად შესაძლოა,  ჩხრეკის ორდერის გაცემა საჭირო აღარ იყოს.  
 

ჩაჩუას პროცესზე ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევას ეთმობა. 

ჩაჩუას დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანაის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics