თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ 11 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. „ცხელ წერტილებში“ ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების დათვალიერების შედეგად, ხაშურის და გორის მუნიციპალიტეტებში 3 არარეგისტრირებული საამქრო გამოავლინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გივი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წყალტუბოში დააკავეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლო სასამართლო შენობაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს გუშინ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაექცა.
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, ზესტაფონში მცხოვრები ანზორ გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ქარელში დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
სახალხო დამცველის აპარატი მონიტორიგნს განახორციელებს, რათა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულების უფლებები არ დაირღვეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More