12:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 14:57:39, 1056 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პროკურატურამ ბლატერის ოფისები გაჩხრიკა

საფრანგეთში  ფიფას ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის პროკურატურამ გაავრცელა.

ჩხრეკა საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ, ბლატერის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბლატერის ოფისებიდან წაიღეს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც მან უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის 2 მილიონი შვეიცარული ფრანკი (2 მილიონ აშშ დოლარზე ცოტათი მეტი) გადაურიცხა.

შვეიცარიის პროკურატურამ ბლატერის წინაღმდეგ საქმე გასული წლის სექტემბრის ბოლოს აღძრა. ბლატერს ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფიფას ახალ პრეზიდენტად ჯანი ინფანტინო დაინიშნა, რომელიც პლატინის გადაყენების შემდეგ უეფას დროებით მმართველად იყო დანიშნული. უეფას ახალი ხელმძღვანელად კი, თეოდორ თეოდორიდისი დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics