აღმოსავლეთ ბელგიაში, ქალაქ ვერვეში ანტიტრორისტული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 2 ჯიჰადისტი მოკლა, ხოლო მესამე ეჭვმიტანილი დააკავა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ვოლნოვახში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, 15 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხდა.
ვოლნოვახასთან სეპარატისტთა პოზიციების მხრიდან გასროლილი ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ავტობუსი აფეთქდა.
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი. ექიმების შეფასებით, ჩვილის მდგომარეობა უკიდურესია.
ისლამური სახელმწიფოს ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების Twitter-ი და Youtube-ის ანგარიშები გატეხეს,თუმცა საიდუმლო ინფორმაცია ხელუხლებელია.
ინტერპოლმა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More