პრემიერმა მოსახლეობას გარემოს დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმები შეახსენა
დღეიდან გარემოს დანაგვიანებაზე მკაცრი ჯარიმები ამოქმედდა. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ დავამკვიდროთ შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად და თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.