სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უშუალო მხარდაჭერით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომდგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.