12:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:48:21, 742 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ,,ჯანმრთელობის გაკვეთილები” განაახლა

აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები დაიწყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში, აჭარის სკოლებში შეხვედრა–საუბრები VIII – XII კლასების მოსწავლეებთან წელსაც გრძელდება.

„ჯანმრთელობის გაკვეთილების თემები მრავალფეროვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

ამჯერად შეხვედრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში შედგა. შეხვედრის მიზანი კომპეტენტური ინფორმაციის ფლობაა თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ; ასევე მოზარდთა დარწმუნება, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.

გასულ წელს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში ჩატარდა 300–ზე მეტი შეხვედრა 8000–ზე მეტი მოსწავლისათვის“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics