20:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-10 12:06:31, 848 ნახვა

პოლიტიკა
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს.

Human Rights Watch აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი პრაქტიკის ფონზე, ეს საქმე განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა ცუდი განზრახვით და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით თავიდან აიცილა საერთაშორისო ვალდებულებები.

საქართველომ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრული დაცვა.

"აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აზერბაიჯანთან იმ აშკარა თანამშრომლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა სადიგოვის გაძევებას. ეს მოხდა მისი უსაფრთხოებისთვის არსებული მკაფიო რისკებისა და საერთაშორისო უფლებადაცვითი ვალდებულებების უგულებელყოფის ფონზე", - განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ.

5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს.

აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

მანამდე, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა დაწერა, რომ აფგან სადიგოვს დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics