თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს, - ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდაში მდებარე ღამის კლუბში სროლა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ NBC წერს.
2016 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში მოსახლეობაზე რეკორდული რაოდენობის თავდასხმები განხორციელდა, - ამის შესახებ BBC ავღანეთში გაერო-ს მისიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ბაღდადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გერმანიაში, მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაზე" თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
გერმანიის ქალაქ როიტლინგენში, მაჩეტეთი შეიარაღებულმა მამაკაცმა 1 ადამიანი მოკლა, 2 კი დაჭრა, - ამის შესახებ Tass იუწყება.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თურქეთის ხელსიფულებას ამბოხთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წამებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Haaretz-ი იუწყება.
თურქეთში ფეთჰულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს.
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 114-ს მიაღწია, 111 ადამიანის ადგილსამყოფელი კი, უცნობია, - ამის შესახებ Daily China იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More