"ბავშვყა სამყაროს" დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შენობის დაწვაში მისი ბრალეულობა გამოიკვეთება მზადაა, პასუხი სამართლებრივად აგოს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლის აუცილებლობა არ არსებობს.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ინფორმაციით, სარჩელში, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა სასამართლოში სეოკ-ის წინააღმდეგ შეიტანა, ათეულობით არალეგიტიმურად მიცემულ ხმაზეა საუბარი.
სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელის ლაშა ფაიგაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ზარალის ოდენობის დათვლას ცდილობს, რომელიც მისივე თქმით, რამდენიმე მილიონ ლარს მოიცავს.
„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება უკლებლივ გავუნაწილოთ დაზარალებულ ხალხს, - ამის შესახებ ერთ-ერთმა აქციონერმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
უახლოეს საათებში ვფიქრობთ, რომ ხანძარი მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც კონტროლის მყარი მექანიზმები უზრუნველყოფილი იქნება.
თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებზე სამსჯელოდ საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონკრეტულ მექანიზმებზე მსჯელობენ.
თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის 30-მდე მოვაჭრემ საკუთარი ქონების საცავებიდან გამოტანა შეძლო.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი გამოეყოფათ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, განხორციელდება ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზარალებულ მოვაჭრეების დახმარების საკითხის შესახებ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები, რის შემდეგაც დაზარალებულებს მათი კუთვნილი ნივთების გამოსატანად ეტაპობრივად შეიყვანენ.
„ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
„ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„საქართველო არასდროს არ იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსაგვასება ჭაობს და არასდროს არ იქნება ბედნიერი ამ ჭაობში ბაყაყის ყიყინით“,-ამის შესახებ „თავისუფალი მოძრაობა-ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივის შემსრულებელმა გიგი უგულავამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More