პრემიერმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთონ
„გარწმუნებთ, დაუფიქრებლად არ გავაკეთებთ არაფერს, რომ ერთი სიკეთის შემოტანით, მეორე უფრო დიდი სიკეთე დავაზიანოთ“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.