ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესვლას გამოეხმაურა.
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის გენერალ ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, ტერორიზმთან გასამკლავებლად, ქვეყნებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით, თანამშრომლობა უნდა გაუმჯობესდეს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის თქმით, ბრიუსელი არამხოლოდ ბელგიის დედაქალაქია, არამედ ევროპის შუაგულიც.
„რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხცოელი ინვესტორი, ან ტურისტი არ ჩამოვა, ეს არის რეალობა”,-ამის შესახებ პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრაღის ფორმატი, არაფორმალური დიალოგის ფორმატია და ამ ფორმატის მონაწილეები რაიმე ვალდებულებას არ ვიღებთ“,-ამის შესახებ პრემეირმინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღის ფორმატში მისი მანდატი ძალიან მკაფიოდ გაწერილია.
„ვინც ამ საკითხს სვამს, წარმოდგენა არ აქვს რისთვის არის ეს საჭირო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატის შესაძლო გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამ აქციაზე მოსვლის მიზანი არის სოლიდარობა საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მე დღეს მოვედი აქციაზე „ეს შენ გეხება“, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება მე მეხება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აუცილებელია, მსგავსი კიბერდანაშაულის აღკვეთისთვის სახელმწიფო სტრატეგია შემუშავდეს, - ამის შესახებ „ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ კამპანიის „ეს შენ გეხება“ საპროტესტო აქციაზე, ფარული ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More