მინსკში მიღწეული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია,-ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქმენეთის ელჩს საქართველოში დოვლეტმირატ მურატოვს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხუთ ახალ წევრს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს და მის მრჩეველ ჯულია ტომფსონს შეხვდა.
"მინსკის მოლაპარაკება საქართველოსთვის გადამწყვეტი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველო მინსკში მიმდინარე შეხვედრას ყურადღებით აკვირდება.
„საქართველოს ნატო-ს ღირსეული საწვრთნელი ცენტრი ექნება“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ესტუტის იანკაუსკასი და მისიის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში იოან აქსანდერი მიიღო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული მერიის თანამშრომელი ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და თანაკლასელია.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More