პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა მოკლე დროში ჩამოყალიბდება
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ლარის კურსის ცვალებადობა, რომელიც, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, პრიორიტეტული თემაა, რომელზე ზრუნვაც ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.